სიახლეები


გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები

მიმდინარე წლის 18 და 19 ივლისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სიძულვილის ენასთან დაკავშირებული საკითხები“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეება განიხილეს შემდეგი საკითხები: გამოხატვის თავისუფლების როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში; გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საპატიო გარემოებები; გამოხატვის თავისუფლება მედიის სფეროში; ჟურნალისტებისა და სხვა მედია აქტორების გამოხატვის თავისუფლება მანიფესტაციებისა და სხვა კრიზისული ვითარების დროს;  პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება;  რელიგიური გრძნობები და გამოხატვის თავისუფლება;  მართლმსაჯულების კრიტიკის ფარგლები;  მოსამართლის გამოხატვის თავისუფლება;  სისხლისსამართლებრივი სანქცია; ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება;  ინტერნეტი და გამოხატვის თავისუფლება;  საქართველოსთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ მე-10 მუხლზე მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებების მიმოხილვა და სხვა.

სემინარს ესწრებოდნენ მოსამართლეები და სასამართლოს მოხელეები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, გორის, მცხეთის, ბოლნისისა და თელავის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI