სიახლეები


მოსამართლის პროფესიული უნარები (მიკერძოება, კომუნიკაცია)

მოსამართლის პროფესიული უნარები (მიკერძოება, კომუნიკაცია)

 

მიმდინარე წლს 26 და 27 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის ტრენინგი თემაზე: „მოსამართლის პროფესიული უნარები (მიკერძოება, კომუნიკაცია)“ გაიმართა.

სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.

პრაქტიკული მაგალითების განხილვისას   მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: რელიგიური მიკერძოება; ეროვნული მიკერძოება; გენდერის საფუძველზე მიკერძოება;  ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული მიკერძოება;  კომუნიკაცია თარჯიმნის საშუალებით, რომელიც სათანადოდ ვერ/არ ახორციელებს თავის ფუნქციას;  კომუნიკაცია მხარესთან, რომელიც მკაფიოდ ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს და არ უსმენს მოსამართლეს; კომუნიკაცია სისხლის სამართლის პროცესზე აუტისტური  სპექტრის მქონე პირის მონაწილეობით და სხვა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის საქალაქო, ხაშურის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI