მიმდინარე წლის 3 და 4 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწვეტილებები (სისხლის სამართალი, ადამინისტრაციული სამართალდარღვევები)“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლები - პრაქტიკის მიმოხილვა და გამოსაყენებელი სტანდარტები); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი - პრაქტიკის მიმოხილვა და გამოსაყენებელი სტანდარტები); სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ძირითადი ასპექტები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი - პრაქტიკის მიმოხილვა და გამოსაყენებელი სტანდარტები); სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ძირითადი ასპექტები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი - პრაქტიკის მიმოხილვა და გამოსაყენებელი სტანდარტები) და სხვა.
ღონიძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზესტაფონის, საჩხერის, ახალციხისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.