17 და 18 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო სამართალწარმოების აქტუალური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
მონაწილეებმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხები: განსჯადობის პრობლემები სამოქალაქო დავათა სამართალწარმოებაში; მოსარჩელის ეტაპი რელაციის პრინციპები -- სარჩელის სახეები და დასაშვებობის წინაპირობები; სარჩელის უზრუნველყოფა; მოპასუხის ეტაპი რელაციის პრინციპები - შესაგებელი; სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეთა ინფორმირებულობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება; დაუსწრებელი გადაწყვეტილება; სასამართლო გადაწყვეტილება და საქმისწარმოების განახლება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ზესტაფონის, ხაშურის, გორისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.