24 და 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსმართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ვალდებულებითი სამართლის პრობლემეტური საკითხები“ გაიმართა.
სემინარს უძრვებოდნენ ქართველი მოსამართლე ტრენერები.
დისკუსიისა და ბრეინშტორმინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლები; ხელშეკრულების შინაარსის, ფორმის განსაზღვრის თავისუფლება და მისი შეზღუდვა; ხელშეკრულების შინაარსის განმარტება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპით; შერეული ხელშეკრულებების განმარტების მეთოდები; ინფორმირების და განმარტების ვალდებულება და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა; ინფორმირების და განმარტების ვალდებულება და ევროკავშირის დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ და სხვა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ახალციხის, ხაშურის, მცხეთისა და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.