მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეებისთვის და სასამართლოს მოხელეებისთვის ტრენინგი თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტები-ზოგადი კურსი“ გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ქართველი მოსამართლე ტრენერი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საკითხები: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა საქართველოს კანონმდებლობაზე და სასამართლო პრაქტიკაზე; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო/ევროპული სტანდარტების გამოყენება ეროვნული მოსამართლისათვის; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების არსი; კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ზოგიერთი საკითხი: პირადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; სქესობრივი ცხოვრება; შვილად აყვანა და მეურვეობა; ძალადობა ოჯახში; გარემო; სექსუალური ორიენტაცია; დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტები; გამოხატვის თავისუფლების ზოგიერთი ასპექტი; სამართლიანი სასამართლოს უფლება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სხვა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა: საქართველოს უზეანესი სასამართლოს, თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ხაშურისა და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2026 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.