სიახლეები


მემორანდუმის გაფორმება

მემორანდუმის გაფორმება

იუსტიციის უმაღლეს სკოლას და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა და იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებსა და დისკუსიების  ორგანიზებაში, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას სასამართლო კორპუსში.

ამასთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლა უსასყიდლოდ ისარგებლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო-საკონფერენციო დარბაზებით და ბიბლიოთეკათშორისი მომსახურების აბონემენტით, რაც საშუალებას მისცემს სკოლის მსმენელებს, მოქმედ მოსამართლეებს და სასამართლოს თანამშრომლებს გაეცნონ უახლეს იურიდიულ თუ სხვა სახის ლიტერატურას.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI