2014 წლის 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, გაიმართება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა. სხდომა გაიმართება „მართლმსაჯულების სახლის“ შენობაში, ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.
დამოუკიდებელი საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხებია: იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიის დამტკიცება; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ იუსტიციის მსმენელთა შეფასება; მოსამართლეთა და საერთო სასამართლოების სისტემის სხვა მოსამსახურეთა 2015 წლის გადამზადების პროგრამის განხილვა; სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის გავლის წესი და პროგრამა.
სხდომის ის ნაწილი სადაც განიხილება პირთა პერსონალური მონაცემები, დახურულია.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ტელ: (995 32) 2 381161