მართლმსაჯულების სახლში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორ ლაშა მაღრაძესა და საქართველოს 11 წამყვანი უნივერსიტეტის:
1. თსუ
2. საქართველოს უნივერსიტეტი
3. თავისუფალი უნივერსიტეტი
4. ილიას სახელობის უნივერსიტეტი
5. GIPA
6. შავი ზღვის უნივერსიტეტი
7. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
8. კავკასიის უნივერსიტეტი
9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
10. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წარმომადგენელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
• მემორანდუმის ფარგლებში სკოლა უზრუნველყოფს საჯარო (უფასო) ლექციების ჩატარებას იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის;
• პრიორიტეტი მიენიჭება უნივერსიტეტების მიერ ინიცირებულ თემებს და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე.
• მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ასევე განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს წინასწარ შეთანხმებულ თემებზე.