იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლო მენეჯერების სასწავლო კურიკულუმის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე ღონისძიების მიზანს იუსტიციის სკოლის მიერ, ტრენინგების მეშვეობით სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირების კვალიფიკაციის ამაღლების და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
აღნიშნული კურიკულუმის შემუშავება ეფუძნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ სასამართლოს მენეჯერებთან ჩატარებულ საჭიროებების ანალიზს, სადაც შესაძლებელი გახდა სამომავლო ტრენინგების თემების იდენტიფიცირება.
ღონისძიება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.