14-15 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლო მენეჯერებისთვის საპილოტე ტრენინგი ტარდება. ღონისძიება მიმდინარეობს იმ სასწავლო კურიკულუმის მიხედვით, რომლის შემუშავებაშიც ჩართულები იყვნენ ევროპის საბჭოს უცხოელი და ქართველი ექსპერტები. ღონისძიებას ესწრება 16 სასამართლოს მენეჯერი.
საპილოტე ტრენინგის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კურიკულუმის დახვეწა მონაწილეთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სასამართლოს მენეჯერების სასწავლო კურიკულუმი შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ სასამართლოს მენეჯერებთან ჩატარებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე, სადაც შესაძლებელი გახდა სამომავლო ტრენინგების თემების იდენტიფიცირება.
ღონისძიება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.