15-16 ნოემბერს, ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ედემში“, მოსამართლეთათვის მიმდინარებს სამუშაო შეხვედრა თემაზე: „2014 წლის 6 თვის სასამართლოს პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოების შედეგების მიხედვით“.
სამუშაო შეხვედრას უძღვებიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის განვლილი პერიოდის სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მიმოხილვა; სასამართლო პრაქტიკაში დაშვებული შეცდომების ანალიზი; საპროცესო კანონმდებლობის დარღვევები და სხვა.
ღონისძიებას ესწრება 15 მოსამართლე თბილისის და ქუთაისის სააპელაციო; თბილისის, რუსთავის და ბათუმის საქალაქო; გურჯაანის, გორის, თელავის, ახალციხის და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი ხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)“ მხარდაჭერით.
ღონისძიება 2014 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოსამართლეთა თხოვნის საფუძველზე, დამატებითი აქტიობის სახით ტარდება.