20-21 ნოემბერს მართლმსაჯულების სახლში ტარდება ტრენინგი თემაზე „კომუნიკაციისა და მეტყველების სტანდარტები მოსამართლეთათვის“.
ღონისძიებაში მონაწილეობენ მოსამართლეები: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო; თბილისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოს; სიღნაღის, თელავის, საჩხერის, თეთრიწყაროს, სამტრედიის, ხაშურის, ოზურგეთის რაიონული სასმართლოებიდან.
ტრენინგს უძღვება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი. მონაწილეები დეტალურად განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: სასამართლოს პროცესზე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, საუბარი და მეტყველება, ჟესტები და მიმიკა, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპების განმარტება, მხარეთა თანაბარი კომუნიკაცია და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
ღონისძიებას შეუერთდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბ-ნი კონსტანტინე კუბლაშვილი.
ტრენინგი გათვალისწინებულია მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების 2014 წლის პროგრამით, რომელიც მიმდინარე წელს მეოთხედ ტარდება.
აღნიშნული ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ არის ორგანიზებული.