სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში

მიმდინარე წლის 16-21 ნოემბერს, გამოცდილების გაზიარების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა საფრანგეთის სამოსამართლო სასწავლო სკოლაში (ENM). 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე - მოსამართლე მამუკა ახვლედიანი; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი - მოსამართლე გიორგი არევაძე; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი გოჩა მამულაშვილი; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე; იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე - ქეთევან კვინიკაძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციის უფროსი - გიორგი ჭეხანი.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საფრანგეთის სამოსამართლო სასწავლო სკოლის (ENM) სათაო ოფისში ქ. ბორდოში და სკოლის პარიზის ოფისში. შეხვედრები შედგა როგორც საფრანგეთის სამოსამართლო სასწავლო სკოლის მმართველ გუნდთან ასევე სკოლის დირექტორთან ბატონ ქსავიერ რონსენთან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ დეტალურად შეისწავლა საფრანგეთის რესპუბლიკის სამოსამართლოს კანდიდატების შერჩევის, სწავლებისა და დანიშვნის საკითხები. მიღებული გამოცდილება, შესაბამისი ანალიზისა და დამუშავების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული იქნება სკოლის შემდგომი რეფომის პროცესში. 

სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით განხორციელდა.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI