სიახლეები


შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი

შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი

26 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა ტრენინგი სასამართლოს მენეჯერებისათვის თემაზე „შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტი“.

ტრენინგს სასამართლოს მენეჯერებისთვის უძღვებოდა ექსპერტი მამუკა მახათაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მენეჯმენტის ლექტორი.
 
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ეფექტიანი მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხები. ტრენინგის მიმდინარეობისას, თეორიული სწავლების პარალელურად, მონაწილეები ინტენსიურად ასრულებდნენ პრაქტიკულ დავალებებს. 
 
ტრენინგში მონაწილეობდა 12 სასამართლოს მენეჯერი ამბროლაურის, ზესტაფონის, თეთრიწყაროს, საჩხერის, ხაშურის, ხელვაჩაურის, გურჯაანის, ზუგდიდის, სენაკის, ახალციხის, ახალქალაქის და სამტრედიის რაიონული სასამართლოებიდან.
 
ტრენინგი 2014 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI