27 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთათვის მიმდინარებს ტრენინგი თემაზე: „ოჯახში ძალადობა: ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შორის; შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამიჯვნა“.
ტრენინგს უძღვებიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ნინო ქადაგიძე და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდის ხელმძღვანელი; ექსპერტი ტრეფიკინგის საკითხებში - მარინა მესხი.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ოჯახში ძალადობის რეგულირების სამართლებრივ მექანიზმებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის ჭრილში; ზღვარს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შორის; შემაკავებელი და დამცავი ორდერების გამიჯვნას ოჯახში ძალადობის საკითხის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრება 12 მოსამართლე თბილისის სააპელაციო; თბილისის საქალაქო და მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების 2014 წლის პროგრამით არის გათვალიწინებული.