სიახლეები


იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

2015 წლის 27 იანვარს, 19:00 საათზე, გაიმართება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა. სხდომა გაიმართება „მართლმსაჯულების სახლის“ შენობაში, ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი.

სხდომაზე განიხილება, იუსტიციის მსმენელთა XI ჯგუფის მსმენელთა დამამთავრებელი გამოცდის თარიღის განსაზღვრის, საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიების შემადგენლობის დამტკიცების და სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხები. სხდომაზე, აგრეთვე განიხილება სკოლის სხვა ადმინისტრაციული  საკითხები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია. შესაბამისად, სხდომის ის ნაწილი, რომელზეც განიხილება საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი, დახურულია.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ტელ: (995 32) 2 370063


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI