სიახლეები


საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები

საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები

28 იანვარს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სათავო ოფისში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საგადასახადო სამართალდარღვევები და საგადასახადო დავები“.
ტრენინგს უძღვებოდა ზვიად როგავა - საგადასახადო სამართლის ექსპერტი; სამართლის დოქტორი/პროფესორი.
ტრენინგზე სხვა საკითხებთან ერთად მონაწილეებმა იმსჯელეს საგადასახადო სამართალდარღვევებსა და საგადასახადო პასუხისმგებლობებზე, საგადასახადო კონტროლის სამართლებრივ ასპექტებზე, საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებზე. 
ტრენინგს ესწრებოდა 18 მოსამართლე თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, ოზურგეთის, ხაშურის, გურჯაანის, თელავის, მცხეთის და ახალციხის რაიონული სასამართლოებიდან. 
ღონისძიება 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI