28 და 29 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სისხლის სამართლის პროცესი და სიახლეები“.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: დაზარალებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო შეთანხმება სისხლის სამართლის პროცესში, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის საფუძვლები, აღკვეთის ღონისძიება სისხლის სამართლის პროცესში. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლები და სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები სისხლის სამართლის პროცესში .
ტრენინგში მონაწილეობდა 19 მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის საქალაქო სასამართლოებიდან და ზუგდიდის, ცაგერის, სენაკის, სამტრედიის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.