სიახლეები


იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

30 აინვარს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ, 2014 წელს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2015 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საზოგადოებას. 
გასული წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ფარგლებში, მათ შორის უწყებას უკვე გააჩნია ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს უწყების პრიორიტეტული მიმართულებები.
მიმდინარე წელს პრიორიტეტებად კვლავ რჩება სამოსამართლო კანდიდატების სწავლების ვადის გაზრდა, სასწავლო პროგრამების განვითარება, სასამართლო კორპუსის პროფესიული ზრდის ფარგლებში სწავლებების განხორციელება სხვა თემებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შშმ პირთა უფლებები და სხვა.
ღონისძიებას სასამართლო ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI