სიახლეები


სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი

სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი

მიმდინარე წლის 2 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსი დაიწყო. 
კურსის პირველ დღეს მართლმსაჯულების სახლში მსმენელებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჰქონდათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორთან ლაშა მაღრაძესთან, რომელმაც მათ სკოლის საქმიანობისა და კურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სასამართლოს მოხელეთა სპეციალური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 2 თვეა, რომელშიც 44 მსმენელი მიიღებს მონაწილეობას და მოიცავს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. 
კურსის ბოლოს ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელი იღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გაცემულ სერტიფიკატს - სკოლაში სასაწავლო კურსის გავლის შესახებ, რომელიც მას საშუალებას აძლევს იმუშაოს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში.

უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI