5 თებერვალს, „მართლმსაჯულების სახლში“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ, ლიტვისა და ლატვიის უზენაესი სასამართლოების დელეგაციებს უმასპინძლეს.
დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ : ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიმვიდას ნორკუსი და ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ივარს ბიშკოვიცი.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მენეჯმენტთან დელეგაციის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. „მართლმსაჯულების სახლში“ სტუმრობის დროს ლიტვისა და ლატვიის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს „მართლმსაჯულების სახლში“ არსებული ტრენინგების ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, სკოლის ბიბლიოთეკა და გაეცნენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.