სიახლეები


ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის

ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის

4-5 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აქტუალური საკითხები“.
ტრენინგს უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - პაატა ქათამაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი. 
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: განსჯადობის პრობლემები სამოქალაქო საქმეთა სამართალწარმოებაში, სასამართლო პრაქტიკის განზოგადება, სარჩელის სახეები და დასაშვებობის წინაპირობები, სასამართლო მტკიცებულებები და სხვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აქტუალური საკითხები.
ტრენინგში მონაწილეობდა 17 მოსამართლის თანაშემწე თბილისის და ქუთაისის სააპელაციო, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის საქალაქო, ამბროლაურის, ზესტაფონის, ზუგდიდის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ცაგერისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI