სიახლეები


ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის

ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის

11 და 12 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: განაჩენის დასაბუთება; აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება; სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება. 
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: სასამართლოს გადაწყვეტილების შედგენისას გასათვალისწინებელი ძირითადი წესები, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების პრობლემები, საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების პრობლემები, სასამართლოს განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ საკითხებზე სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების პრობლემები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ტრენინგში მონაწილეობდა 20 მოსამართლის თანაშემწე თბილისის სააპელაციო, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო სასამართლოებიდან და ხაშურის, მცხეთის, ამბროლაურის, ახალციხის, თელავისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2015 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით არის გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI