სიახლეები


სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

სამუშაო ვიზიტი გერმანიაში

მიმდინარე წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარლებში, განხორციელდება სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი გერმანიაში, ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოში.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ქართველი-მენტორი მოსამართლეებისათვის გერმანული გამოცდილების გაზიარება სამოსამართლო კანდიდატების პრაქტიკული მომზადების თემაზე. ვიზიტის დასრულების შემდგომ დაგეგმილია, სამოსამართლო კანდიდატებისათვის სავალდებულო სტაჟირების ფარგლებში, პრაქტიკული სწავლების კონცეფციის დახვეწა-განვითარება.

ამავე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ბრემენის ფედერალური მხარის პირველი ინსტანციის სასამართლოებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები; სამოსამართლო კანდიდატების მენტორი მოსამართლეები - თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 მოსამართლე და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI