2015 წლის 9 ივნისს, 20:00 საათზე, გაიმართება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა. სხდომა გაიმართება „მართლმსაჯულების სახლის“ შენობაში, ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N19 (აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი).
დამოუკიდებელი საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები: იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის სასწავლო კურსის დაწყების თარიღის განსაზღვრა; სკოლის მასწავლებელთა შერჩევა; იუსტიციის მსმენელთა XII ჯგუფის სასწავლო პროგრამის დამტკიცება; მსმენელთათვის 10 წლიანი სტაჟის დადგენა; ცვლილებების შეტანა სკოლის წესდებაში.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ტელ: (995 32) 2 381161