6-7 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კომუნიკაციისა და მეტყველების სტანდარტები მოსამართლეთათვის.“
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბესარიონ ალავიძე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად გაანალიზეს სასამართლოს პროცესზე მოსამართლისათვის ეფექტიანი კომუნიკაციის ინსტრუმენტები.
ტრენინგში მონაწილეობდა 18 მოსამართლე თბილისის, ქუთაისის და რუსთავის საქალაქო, ასევე გორის და ბოლნისის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების 2014 წლის პროგრამით იყო გათვალიწინებული. აღნიშნული ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2014 წლის ივლისსა და ნოემბერში, კვლავ ჩატარდება.