სიახლეები


სემინარი კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებზე

სემინარი კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებზე

კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების გამოტანის საკითხებზე ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ 11-12 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ სემინარი ჩაატარა. ღონისძიება განხორციელდა კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP), აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის და     აშშ-ის საელჩო საქართველოში მხარდაჭერით.

სემინარზე მოწვეული ექსპერტები იყვნენ: ალენ ედგარი – მოსამართლე, მიჩიგანის დასავლეთ რაიონის რაიონული სასამართლო (აშშ), სეთ კოსტო – აშშ-ის სახელმწიფო პროკურორის თანაშემწე, აშშ-ის მასაჩუსეტსის ოლქის პროკურორის ოფისი და სტივენ ნეფი – რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებზე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

მონაწილეებს სიტყვით მიესალმა: ლაშა მაღრაძე – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი; კატერინა ოსენოვა – მრჩეველი იურიდიულ საკითხებში (CLDP); სტივენ ნეფი –რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებზე, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი.

ღონისძიების მონაწილეთათვის, საქართველოში კიბერდანაშაულის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების მიმოხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ,  მამუკა ახვლედიანმა გააკეთა. სემინარზე განიხილეს აშშ-ის სისხლის სამართლის საქმეთა სამართალწარმოება, კიბერდანაშაულის გამოძიების სამართლებლივი ჩარჩო და კონვენცია კიბერდანაშაულის თაობაზე, ასევე, ძირითადი ასპექტები: კომპიუტერები, ქსელები და ინტერნეტი – კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში ელექტრონული მტკიცებულებების მოძიება, კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა, კიბერდანაშაულთან ბრძოლა აშშ-ში, ხოლო  საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და კონკრეტული საქმეები. სემინარზე საკმაოდ საინტერესო  დისკუსიებიც შედგა, რამაც თემის აქტუალურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. 

საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებაში  24 მოსამართლე მონაწილეობდა.

 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI