8 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სასამართლო პრაქტიკა.“
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მაია ვაჩაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნინო ქადაგიძე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეულად გაანალიზეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები და განიხილეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების სასამართლო პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობდა 16 მოსამართლე თბილისის სააპელაციო სასამართლოს, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს, ასევე ხაშურის, მცხეთის, კასპის და სიღნაღის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების 2014 წლის პროგრამით იყო გათვალიწინებული. აღნიშნული ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2014 წლის ივნისში, კვლავ ჩატარდება.