22 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის თემაზე: სამართლებრივი მართლწერა. ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი-ქ-ნ მანანა ტაბიძე. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეულად გაანალიზეს და დეტალურად შეისწავლეს სამართლებრივი მართლწერის მთავარი კომპონენტები და პრობლემური მხარები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 22-მა მოსამართლის თანაშემწემ თბილისი სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.
ტრენინგი 2014 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწინებული. აღნიშნული პროგრამა სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით არაერთ საინტერესო ტრენინგსა და სემინარს ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში.