სიახლეები


ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ

ტრენინგი თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ

30-31 იანვარს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეებისათვის თემაზე: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღდეგ. ტრენინგს უძღვებოდა ადამიანის უფლებათა ოფიცერი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ოფისიდან ბესარიონ ბოხაშვილი.

ტრენინგის თემატიკა იყო წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა, დასჯა და ა.შ. ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, საზედამხედველო ორგანოები, საერთაშორისო კანონმდებლობა, სტანდარტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ტრენინგში მონაწილეობდა მოსამართლის 17 თანაშემწე თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2014 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალიწინებული. აღნიშნული პროგრამა ადამიანის უფლებათა მიმართულებით, კიდევ არაერთ საინტერესო ტრენინგსა და სემინარს ითვალისწინებს მიმდინარე წლის განმავლობაში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI