13-14 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „განაჩენის დასაბუთება; აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და დასაბუთება; ნასამართლობის მოხსნა.“
ტრენინგში მონაწილეობდა 18 მოსამართლე თბილისის, ქუთაისის, ფოთის საქალაქო და ბოლნისის, გურჯაანის, თელავის, ხაშურის, ახალციხის, გორის, თეთრიწყაროს, მცხეთის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოსამსახურეთა გადამზადების 2014 წლის პროგრამით იყო გათვალიწინებული. აღნიშნული ტრენინგი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2014 წლის განმავლობაში კიდევ ოთხჯერ, - აპრილის, ივლისის, სექტემბრის და დეკემბრის თვეებში ჩატარდება.