პრესრელიზები


თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები

მიმდინარე წლის 19-20 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილეს აღსანიშნავად  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“.

საერთაშორისო კონფერენციაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სამოსამართლო სწავლების ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ  „სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN)“ გენერალური მდივანი და ბელგიის სამოსამართლოს წავლების ინსტიტუტის დირექტორი.

ღონისძიების გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი
  • ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
  • პიტერ დანიში, ატაშე, პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  • ედვინს ბალშევიჩი, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი
  • გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარებისა და მიღწევების შესახებ. ამავდროულად კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ ისეთ თემებზე როგორიცაა: სამოსამართლო კანდიდატების მიღება და პროფესიაში შესვლა; სამოსამართლო კანდიდატების ხარისხიანი მომზადების მნიშვნელობა; ზღვარი სამართლებრივ და არასამართლებრივ სწავლებას შორის; დისტანციური სწავლების კომპონენტი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა ერთადერთი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურად უზრუნველყოფს სამოსამართლო კანდიდატების, სასამართლო მოხელეობის მსურველთა მომზადებას და მოქმედი მოსამართლეების, ისევე როგორც სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომელთა, პროფესიულ განვითარებას.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშროლობის ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიების დაწყების დრო: 19 აპრილი - 10:00 საათი

ღონისძიების ადგილი: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი #1, თბილისი


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI