პრესრელიზები


საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის  6 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს 11 წამყვან უნივერსიტეტს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში:

  • იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს საჯარო (უფასო) ლექციების ჩატარებას იურიდიული ფაკულტეტის/სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის;
  • პრიორიტეტი ენიჭება უნივერისტეტების მიერ ინიცირებულ თემებს და აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე
  • მხარეები ახორციელებენ  ერთობლივ სასაწავლო ღონისძიებებს წინასწარ შეთანხმებულ თემებზე.

ზემოაღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2 დეკემბერს 16 საათზე, მართლმსაჯულების სახლში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე კუბლაშვილი,  იურიდიული ფაკულტეტების და სამართლის სკოლის  სტუდენტებისთვის გამართავს პირველ საჯარო ლექციას თემაზე - „სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.“

საჯარო ლექციას დაესწრებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური  და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  სტუდენტები.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჯარო ლექციების ჩატარებას სტუდენტებისთვის მომავალში ინტენსიურად გააგრძელებს. ჩატარდება მინიმუმ ერთი საჯარო ლექცია თვეში.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI