პრესრელიზები


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

26 დეკემბერს, 10:30 საათზე,  მართლმსაჯულების სახლში იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:

  • სხვადასხვა აქტუალურ თემებზე/საკითხებზე, განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო (ლექციები, სემინარები, ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები) ღონისძიებებს.
  • ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ კონფერენციებს და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებებს.
  • წინასწარ შეთანხმებულ თემებზე/საკითხებზე, ერთობლივად და სხვა აქტიორების მონაწილეობით განახორციელებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის მართლმსაჯულების და იურიდიული პროფესიის განვითარება.
  • სამართლის კონკრეტულ დისციპლინებში შეიმუშავებენ სასწავლო პროგრამებს იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის და იზრუნებენ ამ პროგრამების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს მოაწერენ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი - ლაშა მაღრაძე და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ზაზა ხატიაშვილი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას დაესწრებიან: კონსტანტინე კუბლაშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მამუკა ახვლედიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 26 დეკემბერს უკვე განხორციელდება პირველი სასწავლო ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს მოქმედი მოსამართლეების მიერ ადვოკატებისთვის ტრენერთა ტრენინგის ჩატარებას თემაზე: „მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში - რელაციის მეთოდი“.  სწავლების პროცესი ოთხ ეტაპს მოიცავს, სადაც თითო ეტაპზე გათვალისწინებულია ორ დღიანი სწავლება. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI