იუსტიციის უმაღლესი სკოლა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფასა და იურიდიული პროფესიის განვითარებას. ამის მაგალითს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი.
2014 წლის 26 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები:
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების უმთავრესი მიზანია ადვოკატთა და მოსამართლეთა პროფესიული დახელოვნება, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სფეროს და იურიდიული პროფესიის განვითარებას.