საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება)

კურსის მიზანი:
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირების მომზადება.
კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნა ასევე გამოადგებათ იურიდიულ სფეროში არსებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში.

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

სწავლების მეთოდი:
სასწავლო კურსის ფარგლებში სწავლება ორიენტირებულია, როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობაზე. ტრენინგებს ჩაატარებენ მოქმედი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება როგორც პირისპირ ასევე დისტანციური სწავლების მეთოდი (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიც სრულად უზრუნველყოფს მსმენელის სასწავლო პროცესში ჩართულობას).

სწავლების ადგილი:
სწავლება განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ცენტრალურ ოფისსა (თბილისის ჯგუფი) და წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში (დასავლეთ საქართველოს ჯგუფი) პარალელურად, სადაც გამოყენებული იქნება როგორც პირისპირ ასევე დისტანციური სწავლების მეთოდი (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიც სრულად უზრუნველყოფს მსმენელის სასწავლო პროცესში ჩართულობას).

ტრენერი/მასწავლებელი:

გიორგი ტყავაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 

შოთა გეწაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 

გელა ბადრიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 

თეიმურაზ ტუღუში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 

ლევან მესხორაძე -  ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი

ნინო ლიპარტია - პრაქტიკოსი იურისტი/სადაზღვეო კომპანია „არდი“-ს იურიდული დეპარტამენტის უფროსი

კურსის პროგრამა:

  • სამოქალაქო სამართალი (მატერიალური)
  • სამოქალაქო სამართლის პროცესი
  • სამეწარმეო სამართალი
  • შრომის სამართალი
  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალი
  • ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
  • საკონსტიტუციო სამართალი
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები
  • სასამართლო კონტროლი სისხლის საპროცესო იძულების ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებზე

კურსის მსმენელს იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჩუქრად გადასცემს პროგრამით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
კურსი მოიცავს 150 საათს. სწავლება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა), 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთი 10-წუთიანი შესვენებით.

კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 1500 ლარს.

სწავლების საფასურის გადახდა თბილისის ჯგუფისთვის შესაძლებელია ორ ნაწილად, ხოლო წყალტუბოს (დასავლეთ საქართველოს) ჯგუფისთვის სამ ნაწილად.

სერთიფიკატი:
თითოეული სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ, მსმენელი გაივლის ტესტირებას ცოდნის შემოწმების მიზნით.

კურსის დასრულების შემდგომ, ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის იმიტირება (ტესტური და წერითი გამოცდა). მსმენელი, წერით გამოცდაზე დაიშვება მიუხედევად ტესტური გამოცდის დროს მიღებული შედეგისა.

სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს.

სურვილის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა კურსდამთავრებულთათვის, სწავლების დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უზრუნველყოფს   განმეორებითი  გამოცდის ჩატარებას ცოდნის შემოწმების მიზნით.

რეგისტრაციის დროს, „კომენტარის ველში“ მიუთითეთ სწავლებისთვის თქვენთვის სასურველი ადგილი (თბილისის ცენტრალური ოფისი ან წყალტუბოს რეგიონული სასწავლო ცენტრი)



რეგისტრაცია

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI