საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი (სისხლის სამართლის მიმართულება)

კურსის მიზანი:
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირების მომზადება.
კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნა ასევე გამოადგებათ იურიდიულ  სფეროში არსებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში.

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

სწავლების მეთოდი:
სწავლება ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე.
სასწავლო კურსის ფარგლებში, ტრენინგებს ჩაატარებენ მოქმედი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.

ტრენერი/მასწავლებელი:

გელა ბადრიაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

თეიმურაზ ტუღუში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე

ლევან მესხორაძე - ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი

 კურსის პროგრამა:

  • სისხლის სამართალი (მატერიალური)
  • სისხლის საპროცესო სამართალი
  • საკონსტიტუციო სამართალი
  • ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები

კურსის მსმენელს იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჩუქრად გადასცემს პროგრამით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
სრული კურსი მოიცავს 92 საათს. სწავლება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის გარდა), 19:00 საათიდან 22:00 საათამდე, ერთი 10-წუთიანი შესვენებით.

კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 1000 ლარს. სწავლების საფასურის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად.

სერთიფიკატი:
თითოეული სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ, მსმენელი გაივლის ტესტირებას ცოდნის შემოწმების მიზნით.

კურსის დასრულების შემდგომ, ჩატარდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის იმიტირება (ტესტური და წერითი გამოცდა). მსმენელი, წერით გამოცდაზე დაიშვება მიუხედევად ტესტური გამოცდის დროს მიღებული შედეგისა.

სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს.

სურვილის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა კურსდამთავრებულთათვის, სწავლების დასრულებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ უზრუნველყოფს   განმეორებითი  გამოცდის ჩატარებას ცოდნის შემოწმების მიზნით.



რეგისტრაცია

USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI