კურსის მიზანი:
კურსის მიზანია დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომით -სამართლებრივი ურთიერთობების სწორად დაგეგმვისა და წარმართვის სფეროში.
კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
სწავლების მეთოდი:
სწავლება ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე.
მიღებული ცოდნის გაზომვის მიზნით, კურსზე ჩარიცხულ მსმენელებს, კურსის დაწყებისა და დასრულების შემდგომ ჩაუტარდებათ ტესტირება.
ტრენერი/მასწავლებელი:
ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი
კურსის პროგრამა:
კურსის მსმენელს იუსტიციის უმაღლესი სკოლა საჩუქრად გადასცემს პროგრამით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოებს.
სასწავლო კურსის დეტალური განრიგი მსმენელს გადაეგზავნება სწავლის დაწყების წინ.
კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
კურსი მოიცავს 20 საათს. სწავლება განხორციელდება სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა), 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.
კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 400 ლარს.
სერთიფიკატი:
სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს.