სასამართლოს მოხელეთა მომზადება

სასამართლოს მოხელეთა მოსამზადებელი კურსი (ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით)

კურსის მიზანი:

სასამართლოს მოხელეთა მოსამზადებელი კურსი ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მიზნად ისახავს სასამართლო სისტემით დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების გზით. 

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ კურსზე.

სწავლების მეთოდი:
სწავლება ხორციელდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ორიენტირებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობაზე.
სასწავლო კურსის ფარგლებში, ტრენინგებს ჩაატარებენ მოქმედი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.

კურსის პროგრამა:

  • საქართველოს კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“
  • სასამართლოს მოხელეთა კომუნიკაციის სტანდარტები
  • მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • საქმისწარმოების პროცესი და ელექტრონული პროგრამა
  • სასამართლოს მოხელეთა ეთიკის წესები
  • საკონსტიტუციო სამართალი
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სამართალი
  • ადმინისტრაციული სამართალი
  • ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
  • ნორმის განმარტება/რელაციისა და სუბსუმციის ტექნიკები
  • საპროცესო დოკუმენტების შედგენა და სასამართლოში წარმომადგენლობა
  • იმიტირებული სასამართლო პროცესი

სასწავლო კურსის დეტალური  განრიგი გადმოგეგზავნებათ სწავლის დაწყების წინ.

კურსის ხანგრძლივობა და გრაფიკი:
სრული კურსი მოიცავს 162 საათს. სწავლება განხორციელდება ყოველ სამუშაო დღეს, 19:00 საათიდან 21:00 საათამდე, ასევე შაბათს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ერთი 15-წუთიანი და ერთსაათიანი შესვენებით.

კურსის საფასური:
სასწავლო კურსი ფასიანია და მისი ოდენობა შეადგენს 780 ლარს. კურსზე დარეგისტრირებული მსმენელი ვალდებულია სწავლების საფასური სრულად დაფაროს სასწავლო კურსის დაწყებამდე.

სერთიფიკატი:
მსმენელი, რომელიც დამამთავრებელ გამოცდაში მიიღებს არანაკლებ 70 ქულას, მიეცემა სერტიფიკატი „სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შესახებ“. მსმენელს, რომელიც სასწავლო კურსის დამამთავრებელ გამოცდაში მიიღებს 70 ქულაზე ნაკლებს, მიეცემა სერტიფიკატი „სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღების შესახებ“.


USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI