TWINNING


ვიზიტი ხორვატიის სამოსამართლო აკადემიაში

ვიზიტი ხორვატიის სამოსამართლო აკადემიაში

2018 წლის 26 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „სამოსამართლო სწავლების გაძლიერება Twinning-ის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები: ქეთევან მესხიშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე/იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი; ქეთევან კვინიკაძე -  დირექტორის მოადგილე;  ივანე რევიშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის უფროსი; ქეთევან ბოჭორიშვილი - სასწავლო პროგრამების მართვის სექტორის კონსულტანტი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ხორვატიის სამოსამართლო აკადემიაში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა დისტანციური სწავლების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების შესახებ გამოცდილების გაზიარება.

ერთ კვირიანი, ინტენსიური სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ხორვატიის სამოსამართლო აკადემიის დირექტორთან და აკადემიის სხვა თანამშრომლებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და ამავე სასამართლოს მოსამართლეებთან. შეხვედრები ასევე შედგა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეებთან და იმ მოსამართლეებთან რომლებიც ინტენსიურად არიან ჩართული დისტანციური სწავლების პროგრამების შემუშავების პროცესში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე. 


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI