TWINNING


იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე

19-20 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაარსების 12 წლის იუბილეს აღსანიშნავად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე სამოსამართლო სწავლების გამოწვევები“.

საერთაშორისო კონფერენციაში ლატვიის, საფრანგეთის, ხორვატიის, გაერთიანებული სამეფოს სამოსამართლო სწავლების ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  „სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის (EJTN)“ გენერალურმა მდივანმა და ბელგიის სამოსამართლო სწავლების ინსტიტუტის დირექტორმა.

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ:

  • ლაშა მაღრაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი
  • ნინო გვენეტაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
  • გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
  • პიტერ დანიში, ატაშე, პროგრამის მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
  • ედვინს ბალშევიჩი, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი, „სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის მეშვეობით“ პროექტის ლიდერი

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის განვითარებისა და მიღწევების შესახებ. ამავდროულად ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს ისეთ თემებზე როგორიცაა: სამოსამართლო კანდიდატების მიღება და პროფესიაში შესვლა; სამოსამართლო კანდიდატების ხარისხიანი მომზადების მნიშვნელობა; ზღვარი სამართლებრივ და არასამართლებრივ სწავლებას შორის; დისტანციური სწავლების კომპონენტი.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

კონფერენციის ბროშურა

კონფერენციის ფარგლებში გამოყენებული პრეზენტაციები


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI