TWINNING


ვიზიტი ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

ვიზიტი ლატვიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში

მიმდინარე წლის 15 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - ,,სამოსამართლო სწავლების ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“ ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი - ანა მღებრიშვილი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები - თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიის რესპუბლიკაში, ქ. რიგაში.

სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების ლატვიური მოდელის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.

ვიზიტის ფარგლებში  იუსტიციის უმაღლესი სკოლის დელეგაციამ შეხვედრები გამართა ლატვიის რესპუბლიკის სამოსამართლო სწავლების ცენტრისა და იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან. ასევე, დელეგაცია ეწვია ლატვიის უზენაეს სასამართლოს, სადაც შედგა შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგრძლივობაა 18 თვე.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI