სიახლეები


ტრენერთა ტრენინგი თემაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

ტრენერთა ტრენინგი თემაზე ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა უზრუნველყოფს კურიკულუმის შექმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის თემაზე. პროცესი ხორციელდება გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით. კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული არიან ქართველი მოსამართლე-ტრენერები და ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტი.

15 ნოემბერს, ქართველი მოსამართლე-ტრენერებისთვის გაიმართა  ტრენერთა ტრენინგი კურსის შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტი, ბესარიონ ბოხაშვილი უძღვებოდა.

კურიკულუმი გამოყენებული იქნება „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში. აღნიშნულ თემაზე ტრენინგს, კურიკულუმის შემუშავების პროცესში ჩართული, ქართველი მოსამართლე-ტრენერები უახლოეს მომავალში ჩაატარებენ.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI