სიახლეები


განაჩენის დასაბუთება

განაჩენის დასაბუთება

16-17 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ერთობლივი სემინარი თემაზე: „განაჩენის დასაბუთება (სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტური გამართულობა)“.

სემინარზე ექსპერტებად მოწვეული იყვნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მაია თეთრაული  და ევროპის საბჭოს ექსპერტი ჯერემი მაკბრაიდი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა და სასამართლოს მოხელეებმა თბილისის სააპელაციო, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო, ცაგერის, მცხეთისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI