სიახლეები


საბანკო დავები

საბანკო დავები

23-24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საბანკო დავები“.

სემინარზე ექსპერტად მოწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეთათვის, შესაბამის თემებზე მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 19-მა მოსამართლემ: ქუთაისის სააპელაციო, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საქალაქო, ოზურგეთის, სამტრედიის, ახალციხის, თეთრიწყაროსა და გურჯაანის რაიონული სასამართლოებიდან.

სემინარი, 2017 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI