სიახლეები


კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები

იუსტიციის უმაღლესი სკოლა აცხადებს მსურველთა მიღებას შემდეგ კურსზე:

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი:

 

 

  •  სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება 

სწავლების ადგილი: სწავლება განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ცენტრალურ ოფისსა (თბილისის ჯგუფი) და წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში (დასავლეთ საქართველოს ჯგუფი) პარალელურად, სადაც გამოყენებული იქნება როგორც პირისპირ ასევე დისტანციური სწავლების მეთოდი (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიც სრულად უზრუნველყოფს მსმენელის სასწავლო პროცესში ჩართულობას).

  • სისხლის სამართლის მიმართულება

სწავლების ადგილი: თბილისის ცენტრალური ოფისი

კურსის მიზანი:
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის მიზანია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით დაინტერესებული პირების მომზადება.

კურსის მონაწილეებს მიღებული ცოდნა ასევე გამოადგებათ იურიდიულ სფეროში არსებული სხვა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაში.

კურსი განკუთვნილია:
სასწავლო კურსის მსმენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.

სწავლების მეთოდი:
სასწავლო კურსის ფარგლებში სწავლება ორიენტირებულია, როგორც თეორიულ ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობაზე. ტრენინგებს ჩაატარებენ მოქმედი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები.

სწავლების პროცესში გამოყენებული იქნება როგორც პირისპირ ასევე დისტანციური სწავლების მეთოდი (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რომელიც სრულად უზრუნველყოფს მსმენელის სასწავლო პროცესში ჩართულობას).

 

სწავლება განხორციელდება სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა), 19:00 საათიდან 22:00 საათამდე.

სწავლების დასრულების შემდეგ, მსმენელი მიიღებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სერტიფიკატს.

 

რეგისტრაციის დაწყება: 15 იანვარი 2018 წ;

რეგისტრაციის დასრულება: 3 თებერვალი 2018 წ;

სწავლების დაწყება: 12 თებერვალი 2018 წ;

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ვებ-გვერდზე.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს:

http://www.hsoj.ge/geo/study_programs/courses/mosgamo

 

ტელ: (+995 32) 238 11 61 
მობ: (+995 599) 68 69 01
ელ-ფოსტა: info@hsoj.ge
ვებ-გვერდი: http://www.hsoj.ge 
Facebook: https://www.facebook.com/hsoj.ge/


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI