სიახლეები


ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა

21-22 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის წყალტუბოს რეგიონულ სასწავლო ცენტრში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“.

ღონისძიებას უძღვებოდნენ ის ტრენერი/ექსპერტები, რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გერონტი კახეთელიძე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძე. სასწავლო მოდული გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI