სიახლეები


სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა

9-10 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, მოსამართლეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი განხილვა“.

სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერიები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები: თამარა ლანია და გერონტი კახეთელიძე. სასწავლო მოდული შემუშავდა იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და ევროპის საბჭოს (CoE) მიერ მხარდაჭერილი პროექტების: „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება“ და „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა: თბილისის და ქუთაისის საქალაქო და ხაშურის რაიონული სასამართლოებიდან.

ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.


უკან
USAID
ვებ გვერდი დაფინანსებულია აღმოსავლეთ დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის დახმარებითა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. შინაარსზე პასუხისმგებელია იუსტიციის უმაღლესი სკოლა. გამოთქმული შეხედულებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს USAID-ის, ამერიკის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) შეხედულებებს.
EWMI