16-17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სასამართლოს მოხელეებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა“.
სემინარს უძღვებოდნენ ის მოსამართლე-ტრენერები რომლებიც ზემოაღნიშნულ თემაზე სასწავლო მოდულის შემუშავების პროცესში იყვნენ ჩართულები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები თამარ ალანია და კახაბერ მაჭავარიანი. სასწავლო მოდული გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შემუშავდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლოს მოხელეებმა: თბილისის სააპელაციო, თბილისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოებიდან.
ტრენინგი, 2018 წლის მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამით იყო გათვალისწინებული.